суббота, 9 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა და მისი კომპონენტები

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლეილა ხონელიძე,42001024490
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო ,მე-11გ
მოსწავლეთა რაოდენობა:28
გაკვეთილის თემა:ილია ჭავჭავაძე ,,,ბედნიერი ერი’’
გაკვეთილის მიზანი:1.შესწავლილი ტექსტის საფუძველზე ნაწარმოებში ასახული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ მსჯელობა.
             2.ილიას,როგორც ,,მცდომი ქვეყნისათვის’’მართალი სიტყვის მთქმელის, ძირითადი სათქმელისა და მიზანდასახულობის განსაზღვრა.
          3.მხილებისა და განკითხვის  არსში გარკვევა და ,,ბედნიერი ერის’’მამხილებელი პათოსის ამოცნობა.
             4.ლექსში გადმოცემული საკითხის დაკავშირება ადრე შესწავლილ ნაწარმოებებთან: :,,მგზავრის წერილები,’’ ,,კაცია-ადამიანი’’, ,,ოთარაანთ ქვრივი’’, ,,რა ვაკეთეთ,რას ვშვრებოდით’’.   
           ქართ.XI.5.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება  მათში ასახული ინფორმაციის, თემების , იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
          ქართ.XI.10.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.
          ქართ.XI.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
           ქართ.XI.14.მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის სტრატეიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო


1.





ა)მისალმება,კლასის ორგანიზება
ბ)გაკვეთილის თემის,მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა
ვერბალური
მთელი კლასი
დაფა, შეფასების რუბრიკები
 2 წთ.

2





საშინაო დავალების შემოწმება (მოსწავლეებს საშინაო დავალებად ჰქონდათ მიცემული წაეკითხათ ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,რა ვაკეთეთ,რას  ვშვრებოდით?’’რომლის მიხედვითაც უნდა დაეწერათ ესე :,,მეცხრამეტე საუკუნის საბედისწერო შეცდომები.’’
ინდივიდუალური კითხვის
ინდივიდუალური

5 წთ.

3

წინარე ცოდნის  შემოწმება:
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ვუსვამ კლასს შეკითხვებს:1)თქვენ მიერ შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვით,იყო თუ არა მე-19 საუკუნის საქართველო ,,მცდომი ქვეყანა’’?
2)ილია ამბობდა:,,ვაჟკაც იგია,ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო’’.ეუბნებოდა თუ არა თავად ილია მართალს მცდომ ქვეყანას?
3)რა იყო ეს-მხილება თუ განკითხვა? რით განსხვავდება მხილება განკითხვისაგან?
4)რომელი ნაწარმოებები ისწავლეთ ილიასი და რა იყო ის სიმართლე,რომელსაც ამ ნაწარმოებებით ეუბნებოდა ილია მცდომ ქვეყანას?
 ზეპირი მსჯელობის, კითხვა-პასუხის
მთელი კლასი
შეკითხვები
6 წთ.


4


ასოციაციური კავშირების რუკის შედგენა:
ასახსნელი ლექსის სათაურზე დაკვირვების შემდეგ,კლასი მსჯელობს,
რა არის საჭირო იმისათვის,რომ ერს ერქვას ბედნიერი და საკუთარ მოსაზრებას რამდენიმე ბავშვი მიაწერს ასოციაციური კავშირების რუკას.(ერთნაირი მოსაზრებების გამეორების გარეშე)
ასოციაციური კავშირების რუკის შევსების
მთელი კლასი
დაფა,ცარცი
2 წთ

5

ლექსის  აუდიო-ჩანაწერის მოსმენა
აუდირების
მთელი კლასი
ლეპტოპი,პროექტორი
3წთ.
6
წყვილებში მუშაობა:
წყვილები სახელმძღვანელოდან დამოუკიდებლად კითხულობენ ლექსს,ერთი იწერს ტექსტიდან დადებითი შინაარსის ეპითეტებს,რომლებითაც ილია ქართველ ერს ახასიათებს,მეორე-უარყოფითი შინაარსისას,რამდენიმე წყვილის მიერ ნაკარნახევი ეპითეტები განაწილდება ფლიფჩარტზე დატანილ  Tდიაგრამაში.
 წერითი მეთოდი-ლექსიდან დადებითი და უარყოფითი შინაარსის ეპითეტების დაჯგუფება
წყვილები
სახელმძღვანელო, T დიაგრამა ,ფლიფჩარტი.
5წთ
7
კითხვა-პასუხი.
კლასი მსჯელობს:
ა)რატომ შეიძლება ბედნიერი ერი უწოდოს ირონიულად პოეტმა ამ თვისებებით შემკულ ერს?
ბ)რატომ არის ნაკლი ის,რაც თქვენ დადებითი შინაარსის ეპითეტებად ამოიწერეთ?
გ)როდის იქცევა მადლიერება,უწყინარობა,წესიერება უარყოფითი დატვირთვის მქონედ?
დ)რისი ნიშანია ერის თვინიერება და მორჩილება,ნახედნ ჯორ-ცხენთან მიმსგავსებულობა?
ე)რაში გამოიხატება ,,გულჩვილისა’’ და ,,ლმობიერის’’ უარყოფითი მნიშვნელობა?
ვ) ქართველთა რა მანკიერებებს ამხელს ილია?
ზ)ვინ არის ლექსის კრიტიკული განსჯის ობიექტი?
თ)ხომ არ არის ილია განზე მდგომი მკაცრი ბრალმდებელი,რომელმაც თავი გაინაპირა კრიტიკის ობიექტისაგან?
ი)რა გარწმუნებთ ამაში?
ზეპირი მსჯელობის, კითხვა-პასუხის
მთელი  კლასი

7წთ
8
ილიას ,,ბედნიერი ერისა’’ და მიხეილ ქავთარაძის  ლექსის,,ჩვენის-თანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!’ შედარება,მე-19 და 21-ე საუკუნეში დაწერილი ლექსების მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობა და ფლიფჩარტზე დატანილ  ვენის დიაგრამაზე მსგავსება-განსხვავების შევსება
 დიაგრამით შედარება
ინდივიდუალური
ფლიფჩარტი
6 წთ.
9


ლექსის შემაჯამებელ-განმამტკიცებელი ანალიზი.
ა)რა არის ამ ლექსის მთავარი სათქმელი?
ბ)რა არის ის სიმართლე,რომელსაც ილია ამ ლექსით ეუბნება მკითხველს?
გ)რა იყო ამგვარი მწარე სიმართლის მიზანი?
დ)საიდან ჩანს,რომ ილიას მიერ ჩამოთვლილი მანკიერებები მთელი ერისთვის დამახასიათებელი საყოველთაო მოვლენაა?
ე)კიდევ რომელ ნაწარმოებში ამხელდა ილია ქართველთა უამრავ ნაკლს?
ვ)მარტო მამხილებელი იყო ილია,თუ  ,,ბედნიერი ერის ‘’ულმობელი განაჩენისაგან თავდახსნის გზასაც აჩვენებდა ქართველებს?
ზ)როგორ ილიას ხედავს ამ ლექსიდან მკითხველი?

ზეპირი მსჯელობის,კითხვა-პასუხის

მთელი კლასი



7წთ

10

საშინაო დავალების მიცემა
,,რაფთ’’მეთოდითის მიხედვით შექმნან წერითი ნამუშევარი.
რ ო ლ ი:ვინ ხარ შენ როგორც ტექსტის ავტორი?(ილიას ეპოქის რომელიმე ქართველი,21-ე საუკუნის ქართველი,ილიას რომელიმე კრიტიკოსი)
 ა უ დ ი ტ ო რ ი ა/ მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი:ვის სწერ?(შენს თანამედროვე ქართველებს,საკუთარ თავს,ილიას...)
ფ ო რ მ ა ტ ი:რა ფორმატში აპირებ წერას?(დღიურის ჩანაწერის,საგაზეთო წერილის,პირადი წერილის...)
თ ე მ ა :რის შესახებ წერ?რას ეხება შენი ნაწერი? (ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,ბედნიერი  ერი’’)

დავალების შინაარსის წერილობითი სახით მიცემა

მთელი კლასი

ფლიფჩარტი

1წთ.
·         11
მოსწავლეთა შეფასება
განმავითარებელი,განმსაზღვრელი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები
1წთ.


















გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ:ა),,ბედნიერ ერში ‘’ ასახული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ მსჯელობას.
ბ),,მცდომი’’ქვეყნისათვის მართალი სიტყვის მთქმელი ილიას სათქმელისა და მიზანდასახულობის ამოცნობას.
3)მხილებისა და განკითხვის განსხვავებასა  და ,,ბედნიერი ერის’’ მამხილებელი პათოსის ამოცნობას.
4)ლექსში წამოჭრილი საკითხების  დაკავშირებას  ადრე  შესწავლილ ნაწარმოებებთან.
შეფასება: საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შესაფასებელი კრიტერიუმები



კრიტერიუმები
ინდიკატორები
ქულები









აქტიური მონაწილეობა

გამართული და სწორი მეტყველება

საკუთარი აზრის დასასაბუთებლად წარმოდგენა

სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
გამართულად მეტყველებს. აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს.
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებებს.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.




10 - 9
ყოველთვის მონაწილეობს. გამართულად მეტყველებს და იყენებს სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას. უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.

8 - 7
ხშირად მონაწილეობს. იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, ნაკლებად გამართულად საუბრობს. ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.

6 - 5
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს. არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. არ უსმენს სხვებს და არ უცდის საუბრის დამთავრებას.

4 – 3 – 2 - 1




















ესეს შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები
ინდიკატორები
ქულები







დავალების პირობის ადეკვატურად გაგება და გააზრება
დავალების პირობა  ადეკვატურადაა გაგებული.



2








2

დავალების პირობა   ზოგიერთ შემთხვევაში არაადეკვატურადაა გაგებული





1







ტექსტის ორგანიზება
ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, სწორადა გამოყოფილი აბზაცები, რომლებიც ლოგიკურად და თანმიმდევრულად უკავშირდება ერთმანეთს




2








2
ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი, მაგრამ დარღვეულია მსჯელობის ლოგიკა


1
არგუმენტირება,
დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება
მსჯელობა არგუმენტირებულია და გამყარებულია მაგალითებით


2





2
მსჯელობას აკლია დამაჯერებლობა, ტექსტური მასალა მწირია

1
დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება
ნაშრომში მკაფიოდ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება და წიგნიერება


2





2
ნაშრომში ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ არ გამოვლინდა წიგნიერება/ ნაშრომში არ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ გამოვლინდა წიგნიერება




1




მართლწერა
ნაშრომში არ არის დაშვებული 9-ზე მეტი მორფოლოგიური, ორთოგრაფიული,სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომა და სტილისტური ხარვეზი


2




2
ნაშრომში დაშვებულია 9-ზე მეტი მორფოლოგიური, ორთოგრაფიული,სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომა და სტილისტური ხარვეზი


1